Homestage

HOMESTAGE SHOWROOM IN BATUMI HOMESTAGE SHOWROOM IN BATUMI

შოურუმის შესახებ

კომპანიის შესახებ
პროდუქცია
მასალები
კარიერა

„HOMESTAGE გეხმარებათ შექმნათ ინტერიერი, რომელიც ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის. ჩვენ ცარიელ სივრცეს ვაქცევთ თბილ, ელეგანტურად მოწყობილ, კომფორტულ და სიცოცხლით სავსე გარემოდ.“

გემოვნებით შერჩეული ავეჯი

ჩვენი მიზანია, ლამაზი და ფუნქციონალური ინტერიერი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ

HOMESTAGE — ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯი. ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ და დახვეწილ გეგმას თქვენი სახლისთვის, რათა ის იყოს ელეგანტურად მოწყობილი, კომფორტული და მთლიანად თქვენზე მორგებული

ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარეთ შეექმნათ გარემო, რომელში ცხოვრებაც მათ სიამოვნებას ჰგვრის
ჩვენი კლიენტები — ოჯახები, წყვილები და პროფესიონალები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გემოვნებას, წესრიგსა და კომფორტს. ისინი გვანდობენ საკუთარ სახლს და შედეგად, მათი ინტერიერი მათ შთააგონებს, ასვენებს და ყოველდღიურად შემოქმედებით განწყობას უქმნის.

ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ავეჯი ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ჩვენ ვქმნით უნიკალურ დიზაინს, მარტივს და თქვენთვის ხელმისაწვდომს — რათა თქვენი სახლი იქცეს ადგილად, სადაც ყოველი დეტალი თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა და ყველაფერი სრული გემოვნებითაა შესრულებული

HOMESTAGE — ავეჯი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო ამარტივებს და ალამაზებს

Add Your Tooltip Text Here

Add Your Tooltip Text Here

ყველაფერი თქვენი სახლისთვის — ერთად თავმოყრილი

HOMESTAGE-ში ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც საჭიროა ელეგანტური და კომფორტული ინტერიერის შესაქმენლად - მარტივად და მოსახერხებლად

ჩვენი უახლესი კოლექციები — კომფორტული დივნებითა და დახვეწილი ქსოვილებით დამშვენებული საწოლებიდან დაწყებული, ფუნქციონალური სათავსოებითა და თანამედროვე სამზარეულოებით დამთავრებული — დაგეხმარებათ, თქვენი ინტერიერი ელეგანტურად და ჰარმონიულად მოაწყოთ.

ჩვენ ვაერთიანებთ დიზაინს, ხარისხს და კომფორტს, რათა თქვენ მარტივად შეძლოთ ისეთი სახლის მოწყობა, სადაც ყველაფერი თქვენს კომფორტსა და ჰარმონიაზეა მორგებული და ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის

HOMESTAGE — ადგილი, სადაც ყველაფერი, რაც გჭირდებათ, უკვე თავმოყრილია თქვენთვის.

მოიპოვეთ ის — ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

თქვენ იმსახურებთ თქვენთვის და თქვენი სახლისთვის შესაფერის დიზაინს
HOMESTAGE-ში თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ავეჯი, მორგებული თქვენს გემოვნებასა და საჭიროებებზე: შეგიძლიათ შეარჩიოთ დივნის ქსოვილი, რომელიც შეხამებული იქნება თქვენს ინტერიერთან, დაამატოთ საწოლს სათავსო ან მოარგოთ კარადის შიდა სივრცე თქვენი ოჯახის მოთხოვნილებებს

ჩვენ ვაწარმოებთ ავეჯს, რომელიც ადაპტირებულია თქვენზე.
დეტალების მარტივად რეგულირება: ჩვენი დიზაინერების დახმარებით თქვენ მიიღებთ ინტერიერს, სადაც ყველა წვრილმანი შესანიშნავად არის გათვლილი.

HOMESTAGE — ადგილი, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი საკუთარი სურვილისამებრ მოაწყოთ!

იხილეთ და თავად დარწმუნდით!

ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო მეტ ავეჯის სალონს ვხსნით, რათა ელეგანტური ავეჯი ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს. გვეწვიეთ და თავად დარწმუნდით ამაში – შეამოწმეთ მასალისა და ქსოვილების ხარისხი, შეიგრძენით კომფორტი და დარწმუნდით ჩვენი ავეჯის გამძლეობაში

და ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი! ჩვენი სალონები სავსეა ნათელი და განსაკუთრებული ატმოსფეროთი. მობრძანდით და მიიღეთ შთაგონება!

 

ავეჯის ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებით, საკუთარი თანამედროვე საწარმოო ობიექტებითა და ინდუსტრიის ლიდერებთან პარტნიორობით, HOMESTAGE ქმნის საიმედო და ელეგანტურ ავეჯს, რომელიც ახლა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.

დიზაინი

ჩვენ ვქმნით ავეჯს გლობალური ინტერიერის დიზაინის ტენდენციების შესაბამისად, ფოკუსირებული ვართ ფუნქციონალურობაზე, ესთეტიკასა და თანამედროვე ფორმებზე.

საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი მუშაობის გამოცდილება და წარმოების ციკლში აქტიური ჩართულობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კოლექციები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს.

HOMESTAGE ამ გამოცდილებას დღეს საქართველოსაც უზიარებს და გთავაზობთ ავეჯს, რომელიც აერთიანებს დიზაინს, ხარისხსა და ნამდვილ კომფორტს.

ჩვენი მიღწევა — დაბალი ფასები!

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ ყველაფერი საუკეთესო ფასად მიიღოთ.

HOMESTAGE-ის დიდი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ამაზე: ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან, ვაოპტიმიზებთ ლოჯისტიკას, ვაუმჯობესებთ წარმოებას და ვაძლიერებთ ჩვენი სპეციალისტების უნარებს.

შედეგად, თქვენ იხდით რეალურ ფასს მაღალი ხარისხის ავეჯში — შუამავლების ან დამატებითი თანხების გარეშე

HOMESTAGE — მაღალი ხარისხის ავეჯი დაბალ ფასად!

მასალები

ჩვენ ვთანამშრომლობთ ბაზრის ლიდერებთან, რომლებიც საწარმოებს მასალებით ამარაგებენ. მრავალწლიანი პარტნიორობის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ მივიღოთ ექსკლუზიური უფლებები კომპონენტების ფართო სპექტრის გამოყენებისთვის, არამედ გამოვცადოთ ახალი კომპონენტების ნიმუშები წარმოებაში გაშვებამდე, რათა უზრუნველვყოთ მათი გამძლეობა.

პარტნიორები

ჩვენ ვთანამშრომლობთ ავეჯისა და მასალების მწარმოებელ, წამყვან კომპანიებთან, რათა HOMESTAGE-ის კლიენტებს შევთავაზოთ ექსკლუზიური კოლექციები და შემოწმებული ხარისხი.

ჩვენი პარტნიორები არიან დიდი ქარხნები თანამედროვე აღჭურვილობითა და მაღალი სტანდარტებით. დიზაინისა და მოდელების შერჩევაში მიღებული გამოცდილება გვეხმარება, შემოგთავაზოთ ისეთი ვარიანტები, რომელთაც სხვაგან ვერსად შეხვდებით.

HOMESTAGE — ძლიერი პარტნიორობისა და მაღალი ხარისხის გაერთიანებულად დაცვის შედეგი!

"Everything matters. Every detail is under HOMESTAGE's control."

ავეჯის გადასაკრავი ქსოვილები

ჩვენ ვარჩევთ მასალას, რომელიც აუმჯობესებს ავეჯის იერსახეს და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ გამოყენებას. HOMESTAGE-ის კოლექციები წარმოგიდგენთ ქსოვილებს, რომლებმაც გაუძლეს დროსა და წარმოებას: გამძლე, რბილი და მარტივად მოსავლელი.

ხე და ხისგან დამზადებული მასალები

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ მასალებს - გამძლე ხეს და მდგრადი ხის პანელებს მაღალი დონის უსაფრთხოებით.
ისინი უზრუნველყოფენ HOMESTAGE-ის ავეჯის გამძლეობას და ყველა დეტალის სიზუსტეს, ჩარჩოებიდან დაწყებული, აქსესუარებით დამთავრებული.

ინოვაცია

ჩვენ ვნერგავთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ავეჯის ინდუსტრიაში, ვადევნებთ თვალყურს გლობალურ ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
ჩვენი დიზაინერები რეგულარულად ესწრებიან ავეჯის საერთაშორისო გამოფენებს, გადიან ტრენინგებს და ხვეწავენ თავიანთ უნარ-ჩვევებს ბოლო მოდელის ავეჯის შესაქმნელად.

HOMESTAGE თანამედროვე კომპანიაა, რომელიც ბაზართან ერთად ვითარდება და ინოვაციას ყველა სახლისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

შემოუერთდით HOMESTAGE-ის გუნდს!

ჩვენ ვართ თანამედროვე კომპანია, რომელიც აფასებს პროფესიონალიზმს, ინიციატურობას და განვითარებისკენ სწრაფვას. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ გამოცდილებას ავეჯის ინდუსტრიაში, გაყიდვებსა და ინტერიერის დიზაინში, ისწავლით ექსპერტებისგან და გახდებით ძლიერი გუნდის ნაწილი, რომელიც ბაზარზე მოთხოვნად პროდუქტებს ქმნის .

HOMESTAGE არის ადგილი, რომელიც ხელს უწყობს კარიერულ განვითარებას.

ჩვენ ვქმნით კომპანიას, სადაც ძლიერი გუნდი ქმნის მდგრად პროდუქტს.
ჩვენი შიდა ოპერირების წესი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღგვიქვამენ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები.

    ჩვენი უპირატესობები

    პატიოსნება

    ჩვენ ვსაუბრობთ ღიად და ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს.
    ნდობა ჩვენი მთავარი ღირებულებაა!

    პროფესიონალიზმი

    ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს, ყოველდღიურად ვსწავლობთ და ფეხს ვუწყობთ სიახლეებს.
    ჩვენი პროდუქცია თავისთავად მეტყველებს.

    გონებამახვილობა

    ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ.
    ჩვენ ვირჩევთ საუკეთესო მასალასა და გეგმას და ვთანამშრომლობთ ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც დროულად უწევენ ადამიანებს მომსახურებას.

    სისწრაფე და სიზუსტე

    ჩვენ ვაფასებთ დროს
    ჩვენ სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვასრულებთ სამუშაოს ეფექტურად და ვრეაგირებთ ადეკვატურად.

    გააგრძელეთ ჩვენთან საუბარი

    გთხოვთ, კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ. ასევე, მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი შემოთავაზებები. სურვილის შემთხვევაში ჩვენი მენეჯერები დაგიკავშირდებიან და გააგრძელებენ თქვენთან საუბარს.

      დაგვიკავშირდით

      Georgia, Batumi.Bagrationi, 169
      Tel: +995 577 94 90 05
      Info@homestage.ge